პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა, პრეზიდენტის
არჩევის წესთან
დაკავშირებით
ისაუბრა.როგორც
პაპუაშვილმა განაცხადა,
პრეზიდენტის არჩევის
პროცესში მონაწილეობას
ცესკოს მიერ
ჩამოყალიბებული საარჩევნო
კოლეგია მიიღებს, რომელიც 300
წევრისგან შედგება."მოკლედ
მოგახსენებთ პრეზიდენტის
არჩევის წესთან
დაკავშირებით. როგორც
გითხარით თარიღი
ჩაინიშნება. ამის შემდეგ
უკვე ცესკო ერთვება
პროცესში, რომელიც ატარებს
ზოგადად ამ არჩევნებს.
თარიღის დანიშვნის შემდეგ
ცესკო აყალიბებს
საარჩევნო კოლეგიას,
რომელიც 300 წევრისგან
შედგება. ამ 300 წევრში არის
150-ვე პარლამენტის წევრი,
ხოლო მეორე ნახევარი 150
ყალიბდება აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს 20
წევრისგან, აჭარის
უმაღლესი საბჭოს 21
წევრისგან და დარჩენილი 109
წევრი უკვე ყალიბდება
თვითმმართველობის
წარმომადგენლებისგან, 2021
წელს პარტიების მიერ
მიღებული მხარდაჭერის
პროპორციის შესაბამისად.
ამ პროპორციასაც დაადგენს
ცესკო", - განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.ცნობისთვის,
მე-11 მოწვევის პარლამენტის
25 ნოემბერს შეიკრიბება,
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა
განმართა კვირის
განმავლობაში იმსჯელებენ
პრეზიდენტის არცევის
თარიღთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ამავე კვირაში
უნდა მოხდეს
მთავრობისთვის, და მისი
პროგრამისტის ნდობის
გამოცხადება.