
გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ის კერძო სექტორში ბრუნდება.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ განათლების ბიზნესში და როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა”, – თქვა ამილახვარმა.