დღეს ვიხსენებთ იმ
ადამიანებს, ვინც
ემსხვერპლა ძალადობასა და
ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე,
ვინც ომის გამო დევნილად
იქცა, – ამის შესახებ
საქართველოში გერმანიის
საელჩოს განცახდებაშია
ნათქვამი.როგორც საელჩოში
აცხადებენ, რუსეთის
ფედერაციისა და სხვა
სახელმწიფოების მიერ
საქართველოს
სეპარატისტული
რეგიონების, აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი
აღიარება მიუღებელია.„2008
წლის 7 აგვისტოს დაიწყო
შეიარაღებული კონფლიქტი
რუსეთის ფედერაციასა და
საქართველოს შორის. დღეს
ვიხსენებთ იმ ადამიანებს,
ვინც ემსხვერპლა
ძალადობასა და ომს, ასევე
ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის
გამო დევნილად იქცა.
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკა მხარს უჭერს
საქართველოს ეროვნულ
სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას
მის საერთაშორისოდ
აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის ფედერაციისა და
სხვა სახელმწიფოების მიერ
საქართველოს
სეპარატისტული რეგიონების
აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის ცალმხრივი
აღიარება მიუღებელია.
გერმანია მოუწოდებს
რუსეთს, სრულად შეასრულოს
2008 წლის 12 აგვისტოსა და 8
სექტემბრის შეთანხმებებით
გათვალისწინებული
ვალდებულებები“, –
ნათქვამია საელჩოს
განცხადებაში.რუსეთ-საქართველოს
2008 წლის ომიდან 17 წელი
გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს
სეპარატისტებმა ქართული
სოფლების ინტენსიური
დაბომბვა დაიწყეს, რასაც
საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8
აგვისტოს კი რუსეთის
საოკუპაციო ჯარის
შემოსვლა მოჰყვა.
საქართველოს წინააღმდეგ
რუსეთის ომის შედეგად
დაიღუპა 411 ადამიანი,
დევნილად იქცა 130 000-მდე
მოქალაქე, განადგურდა
სოფლები, დაიბომბა ქალაქი
გორი და სტრატეგიული
ობიექტები. რუსეთის მიერ
კვლავ ოკუპირებულია
საქართველოს ტერიტორიების
20 პროცენტი.