საქართველოს საპატრიარქოს
საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახური
სოციალურ ქსელში
ინფორმაციას
ავრცელებს:„დგება წმინდა
ქეთევან დედოფლის
ხსენების დღე, - 26
სექტემბერი. მისი
მოწამებრივი აღსასრულიდან
400 წელთან დაკავშირებით
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
ლოცვა-კურთხევით ერთი წელი
მიეძღვნება ამ საოცარი
დედოფლის ღვაწლის
წარმოჩენას.შემოგთავაზებთ
იმ ღონისძიებების
ჩამონათვალს, რომელიც
აღნიშნული მიზნით
განხორციელდა და
განხორციელდება უახლოეს
მომავალში:როგორც
საზოგადოებისთვის უკვე
ცნობილია, პირველი
კონფერენცია ჩატარდა
თბილისის სასულიერო
აკადემიასა და
სემინარიაში ორშაბათს, 23
სექტემბერს;25 სექტემბერს 13:00
საათზე პარაკლისი
გადახდილი იქნება გრემში
(სადაც წმინდა დედოფალი
ხშირად ესწრებოდა
ღვთისმსახურებას).რა თქმა
უნდა, საზეიმო წირვა-ლოცვა
ყველგან აღევლინება,
მაგრამ ჩვენ ორ ადგილზე
გავამახვილებთ
ყურადღებას, - 25 სექტემბერს
16:00 საათზე ალავერდის
ტაძარში დაიწყება საზეიმო
ლოცვა, ხოლო 26 სექტემბერს 10:00
საათზე - საზეიმო წირვა,
რომლის დროსაც
გამოსვენებული იქნება
ქეთევან დედოფლის წმინდა
ნაწილები.ამავე დღეს
საზეიმო წირვა 09:30საათიდან
აღევლინება მუხრანში,
ქეთევან დედოფლის
მშობლიური სოფლის
საკათედრო ტაძარში; აქვე
შენდება წმ. ქეთევან
დედოფლის სახელობის
ეკლესიაც, რომელიც,
ვფიქრობთ, ერთ წელში
დასრულდება და, ბუნებრივია,
მსახურება შემდეგ იქაც
აღევლინება.26 სექტემბერს
დედოფლისადმი მიძღვნილი
პარაკლისი იქნება
გადახდილი ,,შატო -
მუხრანის“ სივრცეშიც. 26
სექტემბერს, 10:00 საათიდან,
წმ. ქეთევანისადმი
მიძღვნილი მოხსენებები
წაკითხული იქნება
მეცნიერებათა აკადემიაში
გამართულ ქართველოლოგთა
კონგრესზე.წმინდა ქეთევან
დედოფალს მიეძღვნება,
ასევე, ამა წლის 10-12
ოქტომბერს ეროვნული
არქივის მიერ
ორგანიზებული
საერთაშორისო
კონფერენცია. სხვა
ღონისძიებების შესახებ
დამატებით გაცნობებთ", -
ნათქვამია ინფორმაციაში.