არჩილ გორდულაძე: გეგელია ნამდვილად არის ერთ-ერთი „ტოპ ტვინი“, როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, „ტოპ ტვინი“ არ მოსწონთ

Primetime.ge 2 საათი წინ 2
არჩილ გორდულაძე: გეგელია ნამდვილად არის ერთ-ერთი „ტოპ ტვინი“, როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, „ტოპ ტვინი“ არ მოსწონთ
გეგელია ნამდვილად არის ერთ-ერთი „ტოპ ტვინი“, როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, „ტოპ ტვინი“ არ მოსწონთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გრიგოლ გეგელიასთან დაკავშირებით, რომლის აქციაზე მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.„გეგელიას დამცველად ვერ გამოვდგები. ეს ადამიანი ისეთ რაღაცებს კადრულობს ხოლმე, რომ ყველანაირ საზღვარს არის გასული. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ერთ-ერთი „ტოპ ტვინი“ ნამდვილად არის. როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, „ტოპ ტვინი“ არ მოსწონთ. შუღლის ჩამოგდება, რომელიც გარედან დაფინანსებული ადამიანების მხრიდან წარმოებს ჩვენს ქვეყანაში, ბუმერანგივით უბრუნდებათ ხოლმე, მათ შორის ამ კამპანიების მწარმოებლებს. შემდეგ თვითონ გამოდიან და ისევ და ისევ სახელმწიფოსგან ითხოვენ დახმარებას. ასეთი არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მათ შორის სხვადასხვა ქალბატონი, ე.წ. ოპოზიციაში და რეალურად, აგენტურის წარმომადგენლის მხრიდან. რაც შეეხება არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს „ლელო“ და „გახარიელები“ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, რადგან მარცხისთვის არიან განწირული.სასამართლო არ დარჩენილა მსოფლიოში, რომელსაც არ დაედასტურებინა, რომ „ლელოს“ სათავეში არიან თაღლითები, ხაზარაძისა და ჯაფარიძის სახით. ამავდროულად, გახარია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი მატყუარა, ცრუპენტელაა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ კოალიციაში მყოფი ადამიანია, წარმატებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევს. არც მის პატრონებს არ უნდათ ახლა არჩევნებში რაიმე სახით მონაწილეობით გამარჯვების მიღება. მათი პატრონების დავალებაა, ძველი „ნაციონალები“ და „ლელოელი“ და „გახარიელი ნაციონალები“ ერთმანეთისგან გამიჯნონ, როგორმე 5 ნომერი, წაგების ფორმულა მოაშორონ „ლელოელ“ და „გახარიელ ნაცებს“. რეალურად, „დიფ სთეითის“ პირდაპირი ნაკარნახევი კამპანიაა, რომ ქვეყანაში შუღლი იყოს. ამავდროულად, საზოგადოებაში გაჩნდეს ხიდჩატეხილობა გაჩნდეს. სამწუხაროდ, ამას პრაქტიკაში ახორციელებენ, მათ შორის ევროკავშირიდან დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან აგენტურასთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. შემდეგ ეს ყველაფერი, მათ შორის ზიზღის კამპანია, ერთმანეთზეც უვრცელდებათ ხოლმე. ვიცით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს საერთოდ არ მოსწონთ ერთმანეთი, ერთმანეთის მიმართ ზიზღი აქვთ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ – გაერთიანება არის მხოლოდ მიღებული დავალების გარშემო. ახლა მიღებული დავალებაა, ზიზღი რაც აქვთ, ერთმანეთის მიმართ გადაიტანონ. მათთვის ეს მომგებიანიც კი არის, რადგან, საბოლოო ჯამში, 5 ნომერი და 4 ნომერი უნდა გაათავისუფლონ 9 და 25 ნომრისგან“, – განაცხადა გორდულაძემ.რუსთაველის გამზირზე 6 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია