მარგუს ცაჰკნა: ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას

Primetime.ge 2 დღის წინ 14
მარგუს ცაჰკნა: ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას
17 წლის წინ, ამ დღეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ცხადად მოახდინა თავისი აგრესიისა და იმპერიალისტურ წარსულთან ჩაბღაუჭების სურვილის დემონსტრირება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.„დღეს, ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ან ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას“, – წერს მინისტრი.რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 411 ადამიანი, დევნილად იქცა 130 000-მდე მოქალაქე, განადგურდა სოფლები, დაიბომბა ქალაქი გორი და სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.
სრულად წაიკითხეთ სტატია