ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ნებისმიერი ჩარევა ჩვენთვის მიუღებელია - ლადო ბოჟაძე ლორა თორდნტონის განცხადებაზე

Primetime.ge 4 საათი წინ 6
ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ნებისმიერი ჩარევა ჩვენთვის მიუღებელია - ლადო ბოჟაძე ლორა თორდნტონის განცხადებაზე
პოლიტიკური შეფასებების თემაა "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიში და ლორა თორდნტონის განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. უმრავლესობა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს, განსხვავებულია შეფასება ოპოზიციაში.პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ლორა თორდნტონს ურჩევდა, სალომე ზურაბიშვილის დარჩენილი დღეები დათვალოს."ქალბატონ ლორას ვურჩევ, ჩემთან ერთად დათვალოს სალომე ზურაბიშვილის დარჩენილი დღეები. რაც შეეხება გარედან მუქარას, ეს ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გარედან ჩართვებზე, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში და - არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. ნებისმიერი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას", - განაცხადა ბოჟაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია