ოპოზიციურ პარტიებში ჯერ
ისევ გაურკვევლობაა. ვინ
მიიღებს და ვინ არა
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას? -
აზრები კვლავ
იყოფა.ერთადერთი პარტია,
რომელიც ღიად ამბობს, რომ
საარჩევნო მარათონს მიღმა
იქნება - "ნაციონალური
მოძრაობაა".
არჩევნებისთვის უკვე
ემზადება "გირჩი".
დანარჩენები კი
გადაწყვეტილების მიღებას
არ ჩქარობენ, რაც მმართველ
გუნდს აფიქრებინებს, რომ
მათი ოპონენტები
მითითებებს გარედან
ელოდებიან. თავად "ქართული
ოცნება" კიდევ ერთი
გამარჯვებისთვის
ემზადება.”ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის”
გენერალური მდივნის
მოადგილის, ირაკლი
ფავლენიშვილის
განცხადებით, არჩევნებთან
დაკავშირებით მათი
პოზიცია ძალიან მკაფიო და
ცალსახაა."თუ არანაირ
დათმობაზე არ წავიდა
რეჟიმი და ადგილობრივი
თვითმმართველობის
წინასაარჩევნო პროცესში
ჩაერთო პოლიტიკურ ძალა, ეს
იმას ნიშნავს, რომ ის
შევიდა კოლაბორაციაში
რეჟიმთან. ამიტომ, ძალიან
მკაფიო და ცალსახაა
პოზიცია", - განაცხადა
ირაკლი
ფავლენიშვილმა.პარტია
”გახარია
საქართველოსთვის” წევრის,
ტატა ხვედელიანის
განმარტებით, ისინი ყველა
დაგეგმილ არჩევნებში
მიიღებენ მონაწილეობას,
რათა მშვიდობიანი ფორმით
მოხდეს ქვეყანაში
პოლიტიკური კლასის
ცვლილება."გადაწყვეტილებას
მივიღებთ ამომრჩევლებთან
ერთად და, რა თქმა უნდა,
მაშინ, როდესაც ამის დრო
დადგება, ჩვენ ვაცნობებთ
საზოგადოებას. ჩვენ
მივიღებთ მონაწილეობას
ნებისმიერ არჩევნებში და
მოვემზადებით, რომელიც
დაიგეგმება ჩვენ
ქვეყანაში, რადგან
არჩევნები გახლავთ
დემოკრატიის ინსტრუმენტი,
რათა მშვიდობიანი ფორმით
მოხდეს ქვეყანაში
პოლიტიკური კლასის
ცვლილება", - განაცხადა ტატა
ხვედელიანმა.