ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალონ - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

Primetime.ge 3 საათი წინ 8
ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალონ - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.მისი თქმით, ოპოზიცია გარე პატრონებისგან ელოდება მითითებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით."ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა დაავალონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ცოტა გაურკვეველია, სავარაუდოდ, ინსტრუქციები და მითითებები იგვიანებს, თუმცა რაღაც პროცესები გააპარალელეს იმის მოლოდინში, რომ, საბოლოო ჯამში, მონაწილეობას მოსთხოვენ თავიანთი გარე უფროსები. ახლა როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, როგორი დავალებაც არ უნდა წამოვიდეს გარედან, დაიშალონ 7 პარტიად, გაერთიანდნენ თუ ა.შ. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მათი რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია