ორშაბათიდან განახლდება
საგამოძიებო კომისიის
მუშაობა. დაახლოებით 400-ზე
მეტი განაცხადია შემოსული,
- აცხადებს პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე,
ირაკლი ქადაგიშვილი 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომასთან
დაკავშირებით.„ორშაბათიდან
განახლდება საგამოძიებო
კომისიის მუშაობა.
დაახლოებით 400-ზე მეტი
განაცხადია შემოსული.
ადამიანები ითხოვენ
სამართლიანობის აღდგენას,
მათ მიმართ როგორც
პიროვნული, ასევე წამების,
ქონების ჩამორთმევის
ფაქტებზე. ხშირად რომ
გგონია რომ გაგიგია ამის
შესახებ და მერე ადამიანი
რომ ჰყვება სხდომაზე
რეალურად გარდა
სასამართლოს მიერ
დამდგარი განაჩენისა,
ადამიანმა რა სულიერი,
მორალური, ფიზიკური [ზიანი
ნახა], ოჯახები როგორ
ინგრეოდა, ამით ყველაფერი
კიდევ სხვა ტრაგედიას
წარმოადგენს. მოსმენები
გრძელდება რა ვადაც იქნება,
ყველა [განმცხადებელი]
მაქსიმალურად იქნება
მოსმენილი“, - აღნიშნა
ქადაგიშვილმა.