ხელისუფლება ქართულ
მართლმსაჯულებაზე
თავდასხმას უწოდებს მზია
ამაღლობელის მიმართ
გამოტანილ განაჩენზე
საერთაშორისო
გამოხმაურებას. საუბარია
განცხადებებზე, რომელიც
გაკეთდა შტატების
სახელმწიფო
დეპარტამენტის,
ევროკავშირის
პრესსპიკერის,
საელჩოებისა და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მხრიდან.განცხადებებში
მითითებულია, რომ
ჟურნალისტისთვის ორწლიანი
პატიმრობის შეფარდება
არაპროპორციული და
პოლიტიზებულია - ისმის მზია
ამაღლობელის
გათავისუფლების
მოწოდება."ქართულ ოცნებაში"
აცხადებენ, რომ ეს
სასამართლო სისტემაზე
ზეწოლაა. "ბათუმელების" და
"ნეტგაზეთის" დამფუძნებლის
მიმართ გამოტანილ
განაჩენზე კრიტიკულ
შეფასებებს სრულად
იზიარებს
ოპოზიცია."ნაციონალური
მოძრაობის" წევრის, გიორგი
ბარამიძის განცხადებით,
საქართველოს სურს
ევროკავშირში
გაწევრიანება და ამიტომ,
ევროკავშირის მოვალეობაა,
გასცეს შენიშვნები,
როდესაც ამის საჭიროება
არსებობს."ყველამ უნდა
გაითვალისწინოს, რომ
შენიშვნას აძლევენ ამ
რეჟიმს ევროკავშირის
მხრიდან, ეს არის სწორედ
მათი ვალდებულებაც და
უფლებაც, რადგან ჩვენ
გვინდა, რომ შევიდეთ
ევროკავშირში, ჩვენ გვინდა,
ვიყოთ ევროპის
ცივილიზებულ ერთა ოჯახის
წევრი და იქ ასეთი წესებია.
ჩვენ ასევე ვართ უკვე
ევროსაბჭოს წევრები, სადაც
გვაქვს აღებული
ვალდებულებები, რომ
დავიცავთ ადამიანის
უფლებებს და
განვავითარებთ
დემოკრატიას. ამიტომ, თუ
ამის რეგრესი და
დეგრადაცია ხდება, ჩვენი
მეგობრები ყოველთვის
გამოთქვამენ აზრს", -
განაცხადა გიორგი
ბარამიძემ.