“სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექვემდებარებოდა პროკურატურას და იგი ახორციელებდა ზედამხედველობას, აქედან გამომდინარე, არსებითად არაფერი იცვლება" - ვახტანგ ჩოჩია

Primetime.ge 4 საათი წინ 2
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექვემდებარებოდა პროკურატურას და იგი ახორციელებდა ზედამხედველობას, აქედან გამომდინარე, არსებითად არაფერი იცვლება" - ვახტანგ ჩოჩია
კანონპროექტს, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.ცვლილებიდან გამომდინარე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ერთად, უქმდება უწყების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების თანამდებობები.კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები კი, პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განმარტებით, ცვლილება კანონის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად არის აუცილებელი."საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები მიანიჭოს კონსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოებს, აქედან გამომდინარე, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ის დაუქვემდებაროს საქართველოს პროკურატურას.ისიც უნდა ითქვას, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექვემდებარებოდა პროკურატურას და იგი ახორციელებდა ზედამხედველობას, აქედან გამომდინარე, არსებითად არაფერი იცვლება, უბრალოდ კონსტიტუციურად უფრო გამართულ წყობილებას მივიღებთ", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია