მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებენ - ადგილზე დილიდან მიდიან ოპოზიციის წარმომადგენლები

Primetime.ge 1 საათი წინ 2
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებენ - ადგილზე დილიდან მიდიან ოპოზიციის წარმომადგენლები
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებენ - ადგილზე დილიდან მიდიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ 7-ში იხსენებენ აგვისტოს ომის მოვლენებს.17 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. 5-დღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა. 30 000-მდე დევნილად იქცა.საქართველოს ოფიციალური უწყებები 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს, 8 აგვისტოს აღნიშნავენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტებიც აგვისტოს ომის წლისთავს წლების განმავლობაში სწორედ 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წელია გადაწყვიტეს, რომ ომი 7-ში დაიწყო.
სრულად წაიკითხეთ სტატია