საპროტესტო აქციაზე
ნიღბის ტარებასა და
პიროტექნიკის
გამოყენებასთან
დაკავშირებული კანონი
რეპრესიული კი არ, არამედ
ეროვნული ინტერესებიდან
გამომდინარეობს, – ამის
შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.მისივე თქმით,
აქციაზე ნიღბის ტარების
აკრძალვა ევროპული
სტანდარტია.„კანონები
არის არა რეპრესიული,
არამედ ეროვნული
ინტერესებიდან
გამომდინარეობს. ნიღბის
ტარება თუ არ შეიძლება, ეს
ქართული სტანდარტი არ არის,
ევროპული სტანდარტია. ეს
მხოლოდ ოპოზიციის
მხარდამჭერებს არ ეხებათ,
არამედ იმ ადამიანებსაც,
რომლებმაც თავისუფლად
შეიძლება, ჩაიდინონ
პროვოკაცია, რომელიც
საქართველოს ისეთ
სისხლისღვრასთან
მიიყვანს, რაც მაიდანზე
ვიხილეთ. ვერც გაიგებ, ვისი
გამოგზავნილია, ვისი
მითითებით მოქმედებენ
პროვოკატორები. ნიღაბი
ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც
ქვეყნის ეროვნულ
უსაფრთხოებას შეიძლება,
პრობლემები შეექმნას. ვინც
ნიღაბს გაიკეთებს, ის
პიროტექნიკასაც
თავისუფლად გამოიყენებს
და ვერც ამოიცნობ, საიდან
მოდის უბედურება“, –
განაცხადა გია ვოლსკიმ.