საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე, პირველ
ვიცე-პრემიერთან,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრ
ლევან დავითაშვილთან
ერთად, მსხვილი ბიზნესის
წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენები
განიხილეს.საუბარი შეეხო
მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით მთავრობის
ხედვას და სამომავლო
პრიორიტეტებს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ
ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა,
რომ საქართველოს მთავრობა
ქვეყნის ევროპული გზის
ერთგულია და ამაზე
მეტყველებს
ევროინტეგრაციის კუთხით
დღემდე მიღწეული
პროგრესი.შეხვედრა
კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა.
პრემიერ-მინისტრმა
ბიზნესისთვის აქტუალურ
ყველა კითხვას უპასუხა.
მთავრობის მეთაურმა
გამოთქვა მზადყოფნა,
დამატებით შეხვდეს
ბიზნესის
წარმომადგენლებს,
რომლებსაც ხელისუფლების
კურსთან დაკავშირებით
განსხვავებული პოზიციები
აქვთ.მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
შეხვედრას ბიზნესის 100-ზე
მეტი წარმომადგენელი
ესწრებოდა.