აშშ-ის პრეზიდენტის
სპეციალური
წარმომადგენელი სტივ
უიტკოფი 6 ან 7 აგვისტოს
რუსეთს ეწვევა. ამის
შესახებ აშშ-ის
პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა ჟურნალისტებს
განუცხადა.ჟურნალისტმა
ტრამპს ჰკითხა, რა მოხდება
მაშინ, როდესაც
რუსეთისთვის მიცემული
ათდღიანი ვადა
ამოიწურებოდა.„იქნება
სანქციები, მაგრამ მათ
აშკარად კარგად გამოსდით
სანქციებისთვის თავის
არიდება. ასე რომ, ვნახოთ, რა
მოხდება, მაგრამ სტივი
ამჟამად ორიენტირებულია
ღაზაზე, რათა ხალხმა
საკვები მიიღოს. შესაძლოა,
ის რუსეთში მომდევნო
კვირას წავიდეს, ოთხშაბათს
ან ხუთშაბათს. მათ მისი
ნახვა სურდათ, შეხვედრა
სთხოვეს. ასე რომ, ვნახოთ, რა
მოხდება“, – აღნიშნა
ტრამპმა.აშშ-ის
პრეზიდენტმა ასევე
აღნიშნა, რომ ახლახან
გავრცელდა დაღუპული რუსი
ჯარისკაცების რაოდენობა,
რაც ძალიან ბევრია და
ემატება ქალაქები, სადაც
რაკეტებს
ურტყამენ.„ძალიან ბევრი
ადამიანი მოკვდა ამ
აბსურდულ ომში. როგორც
თქვენ იცით, ჩვენ ძალიან
ბევრი ქვეყანა შევაჩერეთ
ომისგან – ინდოეთი და
პაკისტანი – ძალიან ბევრი
ქვეყანა შევაჩერეთ და ამ
ომსაც როგორმე შევაჩერებთ.
ეს მართლაც საშინელი ომია“,
– განაცხადა ტრამპმა.