დღეს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის დასკვნითი
სხდომა
გაიმართება.დეპუტატები
დასკვნის პროექტს
განიხილავენ და
დაამტკიცებენ, რომელსაც
კომისია საშემოდგომო
სესიის დაწყებისას
პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე
წარადგენს.პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისია 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობას
სწავლობს.„ერთხელ და
სამუდამოდ დადგინდება ის,
რომ მათ შორის საქართველოს
უახლეს ისტორიაში არ
შეიძლება ისეთი
პოლიტიკური პარტიის
არსებობა არც
ხელისუფლებაში და არც
ოპოზიციაში, როგორიც არის
„ნაციონალური მოძრაობის“
რეჟიმი. ეს მტკიცებულებები
იქნება გამყარებული არა
მხოლოდ ქართული უწყებების
და სასამართლოს მიერ,
არამედ საერთაშორისო
სასამართლოების მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებებით და, რაც
ყველაზე მთავარია,
პირველწყაროების
ჩვენებებით“, - აცხადებს
„ხალხის ძალის“
აღმასრულებელი მდივანი
გურამ მაჭარაშვილი.