ნინო წილოსანი გერმანიის
ელჩის ხაზარაძეების
კუთვნილ სახლში ცხოვრების
ფაქტს ეხმაურება.
პარლამენტის
ვიცე-სპიკერის შეფასებით,
ფაქტი არაეთიკური
პოლიტიკური მოცემულობაა
და ყველაფერთან ერთად,
ინტერესთა
კონფლიქტიც.„ფაქტია, რომ ამ
დრომდე მხარე თავისი
ადვოკატით დუმს.
კონკრეტული არაფერი ვიცით,
არ ვიცით იყო თუ არა
ხელშეკრულება, იხდიდნენ თუ
არა გადასახადებს.
ფაქტობრივად, ერთ-ერთი
ევროპელი დიპლომატი
ცხოვრობდა ოპოზიციური
პარტიის ლიდერის ბინაში და
ეს, ყველაფერს თავი რომ
დავანებოთ, არის
გარკვეულწილად ინტერესთა
კონფლიქტი, არის
არაეთიკური მოცემულობა
პოლიტიკაში. შესაძლოა ბევრ
რაღაცაზეც მიანიშნებს - იმ
კეთილგანწყობაზე, რომელიც
სამწუხაროდ ხშირად ისმოდა
ამ დიპლომატის მხრიდან ამ
კონკრეტული პოლიტიკური
ჯგუფის მიმართ“, - მიიჩნევს
წილოსანი.