მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Primetime.ge 2 საათი წინ 2
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულს და 1991 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ.კ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ზ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.სამართალდამცველებმა შ.კ. მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია