რა თემებს შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნა - თეა წულუკიანის განმარტება

Primetime.ge 2 საათი წინ 3
რა თემებს შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნა - თეა წულუკიანის განმარტება
საქართველოს პარლამენტში დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა იმართება, რომელზეც კომისიის წევრები დასკვნის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ.როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, დასკვნის პროექტი რამდენიმე თავად არის შედგენილი.„მინდა, საზოგადოებას გავაცნო მთავარი სტრუქტურა. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ყველა მასალა ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი. თავი, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებზე და დარღვევებზე. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის თავი, გასაგები მიზეზების გამო, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს. ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა-განმარტებების შედეგად, იქნებოდნენ ეს გენერლები თუ პირები, მსხვერპლები, ვინც გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს. ეს არის სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია