ვწუხვარ ცნობილი ქართველი
რეჟისორის, ელდარ
შენგელაიას გარდაცვალების
გამო, უდიდესი დანაკარგი
განიცადა ქართულმა
კინოხელოვნებამ, - წერს
სოციალურ ქსელში თბილისის
მერი კახა კალაძე.როგორც
კახა კალაძე აღნიშნავს, მის
ფილმები, არა მხოლოდ
ქართული, მსოფლიო კულტურის
ნაწილია, მისი კინოფრაზები
კი საზოგადოების
ყოველდღიურ დიალოგებად
იქცა.„ელდარ შენგელაიას
შემოქმედება, ქართული
ტიპაჟებით, თვითირონიით,
ინდივიდუალიზმით,
ტკივილისა და იმედის
განცდით - კარგა ხანია
გასცდა ეკრანის ჩარჩოს და
იქცა ქართველი ხალხის
საკუთრებად.ვუსამძიმრებ
ბატონი ელდარის ოჯახის
წევრებს,
კონოსაზოგადოებას, მთელ
საქართველოს!“, - წერს კახა
კალაძე.