ჩვენ არაერთი პოლიტიკური
შეფასება მოგვისმენია ამ
რეჟიმისა, მაგრამ
პარლამენტის მიერ მსგავსი
შეფასება კონკრეტულ
საგამოძიებო მოქმედებებზე
დაყრდნობით, არ ყოფილა, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
პაატა სალიამ დროებითი
საგამოძიებო კომისიის
საკითხზე საუბრისას.მისი
შეფასებით, ეს პროცესი
იქნება
ისტორიული.„კომისიის
ყურადღების ცენტრში
იქნება, თუ როგორ მოვიდა ეს
ძალა ხელისუფლებაში, როგორ
ინარჩუნებდა
ხელისუფლებას. ძალიან
მნიშვნელოვანი
მიმართულება იქნება
რუსეთ-საქართველოს ომის
მიმართულება“, - აღნიშნა
სალიამ.პარლამენტში დღეს
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი" დროებითი
საგამოძიებო კომისიის
რიგით მეორე სხდომა
გაიმართება.