,,ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს საქართველოს განვითარება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს" - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 5 საათი წინ 1
,,ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს საქართველოს განვითარება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს" - რატი იონათამიშვილი
,,ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს საქართველოს განვითარება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ვგულისხმობ, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ასევე, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის ანგარიშს გამოეხმაურა."შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ვალდებულებები, რაც ჩვენი მოქალაქეებისგან ავიღეთ, დაჩქარებული ტემპებით ხორციელდება და, რა თქმა უნდა, სწორედ ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის და გულშემატკივრისთვის, ძალიან საინტერესო იქნება პრემიერ ირაკლი კობახიძის მოხსენება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წარადგენს - მთავრობის მეთაური სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს.შეგახსენებთ, პრემიერის ყოველწლიური მოხსენება, წერილობითი ფორმით, პარლამენტს ივნისის დასაწყისში გადაეგზავნა.რომელშიც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა.ირაკლი კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.  
სრულად წაიკითხეთ სტატია