დღეს პარლამენტის
საგაზაფხულო სესია
დაიხურება - ბოლო პლენარულ
სხდომაზე მოხსენებას
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი
კობახიძე წარადგენს -
მთავრობის მეთაური
სამთავრობო პროგრამის
შესრულებაზე
ისაუბრებს.შეგახსენებთ,
პრემიერის ყოველწლიური
მოხსენება, წერილობითი
ფორმით, პარლამენტს
ივნისის დასაწყისში
გადაეგზავნა.რომელშიც
საუბარია ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა: დემოკრატიული
და ეკონომიკური
განვითარება, სოციალური
პოლიტიკა და ადამიანური
კაპიტალის განვითარება,
თავდაცვა და საგარეო
პოლიტიკა.ირაკლი
კობახიძის მოხსენებით
გამოსვლის შემდეგ,
პლენარული სხდომა
კითხვა-პასუხის რეჟიმში
გაგრძელდება.