,,ჩვენ მოველით
პრემიერ-მინისტრისგან
ანგარიშს, თუ რა
მიმართულებებით ვითარდება
საქართველო, სად არის ის
პრობლემები, რომელიც არის
დასაძლევი და,
რასაკვირველია,
საქართველოს სამშვიდობოზე
გაყვანა არის მთავარი თემა
დღეს, რომელიც აღელვებს
მმართველ გუნდს," - ამის
შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გიორგი ვოლსკიმ განაცხადა,
რითაც პრემიერ-მინისტრ,
ირაკლი კობახიძის
ანგარიშს
გამოეხმაურა."დარწმუნებული
ვარ, რომ საზოგადოებისთვის
საგანგებოდ
მნიშვნელოვანია
შენარჩუნება იმ ვითარების,
რომელიც საქართველოში
არსებობს. ის უშველებელი
ძალისხმევა, რომელიც
ამისთვის იხარჯება
მთავრობის მიერ, სწორედ ის
თემა იქნება, რომელზეც
ისაუბრებს
პრემიერ-მინისტრი," -
აღნიშნა გიორგი
ვოლსკიმ.ცნობისთვის, დღეს
პარლამენტის საგაზაფხულო
სესია დაიხურება - ბოლო
პლენარულ სხდომაზე
მოხსენებას
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი
კობახიძე წარადგენს -
მთავრობის მეთაური
სამთავრობო პროგრამის
შესრულებაზე
ისაუბრებს.შეგახსენებთ,
პრემიერის ყოველწლიური
მოხსენება, წერილობითი
ფორმით, პარლამენტს
ივნისის დასაწყისში
გადაეგზავნა.რომელშიც
საუბარია ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა: დემოკრატიული
და ეკონომიკური
განვითარება, სოციალური
პოლიტიკა და ადამიანური
კაპიტალის განვითარება,
თავდაცვა და საგარეო
პოლიტიკა.ირაკლი
კობახიძის მოხსენებით
გამოსვლის შემდეგ,
პლენარული სხდომა
კითხვა-პასუხის რეჟიმში
გაგრძელდება.