საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოში იტალიის
ელჩს, მასიმილიანო
დ’ანტუონოს
შეხვდა.მხარეებმა
ორმხრივი საპარლამენტო
ურთიერთობები და
თანამშრომლობის დღის
წესრიგში არსებული სხვა
მნიშვნელოვანი საკითხები
განიხილეს.საუბრის მთავარ
თემები იყო 26 ოქტომბერს
დაგეგმილი საპარლამენტო
არჩევნები, წინასაარჩევნო
გარემო, საარჩევნო
კამპანიის მიმდინარეობა
და ხელისუფლების
საარჩევნო
პროგრამა.მხარეებმა ასევე
განიხილეს საქართველოსა
და ზოგადად, ევროპაში
არსებული უსაფრთხოების
გარემო, საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში
არსებული რთული ვითარება
და გამოწვევები.