მოლდოვის რეფერენდუმში პროევროპულმა პოზიციამ გაიმარჯვა. რეფერენდუმზე ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად 50.46% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში გამყარებას, 49.54% კი წინააღმდეგია.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ – 42.25% აიღო, ყოფილმა გენპროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ – 25.98%.