დღეიდან საქართველოს უკვე
ოფიციალურად ახალი
პრეზიდენტი ჰყავს!
დარწმუნებული ვარ, მიხეილ
ყაველაშვილი იქნება
ყველას პრეზიდენტი, მათი
ეროვნების, რელიგიური
კუთვნილების თუ
განსხვავებული პოლიტიკური
შეხედულების მიუხედავად, -
განაცხადა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
ლევან მგალობლიშვილმა
პრეზიდენტის ინაუგურაციის
ცერემონიაზე.მთავრობის
თავმჯდომარის თქმით,
საქართველოს გაერთიანება
მხოლოდ საზოგადოების
ერთიანობით არის
შესაძლებელი.„მხოლოდ
ჩვენი საზოგადოების
ურთიერთპატივისცემით და
ერთიანობით მივაღწევთ
ჩვენს უმთავრეს მიზანს -
ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას“, -
განაცხადა ლევან
მგალობლიშვილმა.საქართველოს
პარლამენტში დღეს ქვეყნის
მე-6 პრეზიდენტის მიხეილ
ყაველაშვილის ინაუგურაცია
გაიმართა, რომელიც
საარჩევნო კოლეგიამ ხუთი
წლის ვადით აირჩია.