ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანი აშშ-ში
მოძრაობა „ანტიფას“
ტერორისტულ ორგანიზაციად
გამოცხადების
გადაწყვეტილებას
მიესალმება.„სამწუხაროდ,
საქართველოშიც ანალოგიური
იდეოლოგიის ჯგუფები
გვყავს, რომლებიც ზუსტად
ანალოგიური ფაშისტური
ქცევებით გამოირჩევიან და
ფაშისტური მეთოდებით
მოქმედებენ. ეს ძალიან
სამწუხაროა. შესაბამისად,
ბატონი ტრამპის ეს
გადაწყვეტილება ნამდვილად
მისასალმებელია, იქედან
გამომდინარე, რომ ძალიან
ბევრი დაფიქრდება იმ
საშიშროებაზე, რომელიც
მოდის რეალურად
ფსევდოლიბერალური
ფაშიზმის იდეოლოგიის
გავრცელებისგან“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.აშშ-ის
პრეზიდენტმა დონალდ
ტრამპმა თავის სოციალურ
ქსელში დაწერა, რომ
მემარცხენე მოძრაობა
„ანტიფა“ არის ავადმყოფი,
საშიში, მემარცხენე
რადიკალური კატასტროფა და
ტერორისტული ორგანიზაცია.