ხელისუფლების ცვლილების
ერთადერთი დემოკრატიული
და კონსტიტუციური გზა
ხალხის ნება და არჩევნებია,
რომელიც 4 ოქტომბერს
ჩატარდება. ყველაფერი, რაც
ხალხის ნებას
ეწინააღმდეგება,
ანტიდემოკრატიული,
ანტიკონსტიტუციური და, რაც
მთავარია, ძალადობრივია, –
ამის შესახებ პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, ნინო
წილოსანმა
განაცხადა.წილოსანის
თქმით, დაუშვებელია
რევოლუცია, დამხობა თუ
სხვადასხვა
პროვოკაცია.„ვინც
აცხადებს, რომ შეიძლება
„მშვიდობიანი დამხობა“ და
„ლამაზი რევოლუცია“, ამით
ანტიკონსტიტუციურ,
კანონსაწინააღმდეგო
მოწოდებას აკეთებს. რაც
შეეხება მათ, ვინც
არჩევნებში მონაწილეობას
იღებენ, იმედი მაქვს,
არსებული პირები ბოლომდე
დარჩებიან თავიანთი იდეის
ერთგული, რომ არჩევნები
არის ერთადერთი საშუალება,
ხალხმა თავისი ნება
გამოხატოს. იმედია, ბოლომდე
დარჩებიან პრინციპული, რომ
არ შეუერთდნენ იმ გიჟურ
იდეას, რომელიც სასაცილო
ფორმულირებით,
„მშვიდობიან დამხობას“
შეესაბამება. მშვიდობიანი
დამხობისკენ მოწოდება
კანონსაწინააღმდეგო
მოქმედებაა, რომელიც
კანონით ისჯება. მოვითხოვ,
ყველა ადამიანი, ვინც
ამგვარ მოწოდებას ან
მცდელობას
განახორციელებს, კანონით
იყოს დასჯილი“, – განაცხადა
ნინო წილოსანმა.