საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი მაკა
ბოჭორიშვილი იორდანიის
ჰაშიმიტური სამეფოს
არარეზიდენტ ელჩს, ომარ
ბარაკატ მნავერ ალ ნაჰარს
შეხვდა (რეზიდენციით ქ.
ბაქო).საგარეო უწყების
ინფორმაციით, საუბრისას
მხარეებმა ხაზი გაუსვეს
საქართველოსა და
იორდანიას შორის არსებულ
მჭიდრო, მეგობრულ
ურთიერთობებს და
სხვადასხვა სფეროში
ნაყოფიერ თანამშრომლობას,
რასაც ხელს უწყობს
ქვეყნებს შორის მაღალი და
უმაღლესი დონის ვიზიტების
გაცვლის დადებითი
დინამიკა.„ხაზი გაესვა
საქართველოსა და
იორდანიას შორის
განათლებისა და კულტურის
სფეროში არსებულ მჭიდრო
კავშირებს. მხარეებმა
გამოთქვეს მზადყოფნა,
აქტიურად იმუშაონ ორ
ქვეყანას შორის
ურთიერთობების კიდევ უფრო
გააქტიურების
მიმართულებით,
განსაკუთრებით
სავაჭრო-ეკონომიკური
თვალსაზრისით.მინისტრმა
ელჩს მომავალ
საქმიანობაში წარმატება
უსურვა“, – ნათქვამია
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.