„ნაცმოძრაობის“ მხრიდან
ლობისტურ კომპანიასთან
ხელშეკრულებაც ქვეყნის
წინააღმდეგ იქნება
მიმართული, დაკავდებიან
სიცრუით და ცილისწამებით, –
ამის შესახებ თბილისის
მერმა, კახა კალაძემ
განაცხადა.მისივე თქმით,
მსგავსი ტიპის ლობისტური
კომპანიები ავრცელებენ
სიცრუეს და თავს ესხმიან
ქართულ სახელმწიფოს.„ეს არ
არის პირველი შემთხვევა.
ხშირად ვხვდებით ამ ტიპის
დოკუმენტებს. სხვათა შორის,
ამიტომ არის
გამჭვირვალობა
მნიშვნელოვანი, რომ
საზოგადოებას ჰქონდეს
ყველაფერზე
ხელმისაწვდომობის
შესაძლებლობა. ზუსტად
„ფარას“ დოკუმეტებით
გავიგეთ, რომ უილსონი 80 000-ს
იღებს იმაში, რომ სიცრუე
ილაპარაკოს და თავს
დაესხას ქართულ
სახელმწიფოს. „ფარას“
დოკუმენტებით გავიგეთ,
როგორ ხდებოდა
ევროპარლამენტარების
მოსყიდვა, რომ რეზოლუციები
მიეღოთ იმ ტიპის, რომელსაც
ბოლო თვეებისა და წლების
განმავლობაში ვხედავდით.
ახალი ხელშეკრულებაც
მიმართული იქნება ქვეყნის
წინააღმდეგ, უნდა
დაკავდნენ სიცრუით და
ცილისწამებით“, –
განაცხადა კახა
კალაძემ.აშშ-ის იუსტიციის
დეპარტამენტში
რეგისტრირებული ახალი
დოკუმენტის მიხედვით,
„ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ“ აშშ-ში
ლობისტურ კომპანიასთან
კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ“, Nelson Mullins Riley & Scarborough
LLP-სთან 7 ივლისს დადებული
ხელშეკრულებით, 360 ათასი
დოლარი გადაიხადა ექვსი
თვის მომსახურებისთვის. ეს
თანხა მოიცავს ყველა ხარჯს,
გარდა მგზავრობის
ხარჯებისა, რომელიც
წინასწარ უნდა იყოს
შეთანხმებული.დოკუმენტის
მიხედვით, დაქირავებული
კომპანიის ვალდებულებაა
აშშ-ის მთავრობის წინაშე
პარტიის ინტერესების
დაცვა, მათ შორის
დემოკრატიული პროცესებისა
და საქართველოში
თავისუფალი არჩევნების
ხელშეწყობა. დოკუმენტის
თანახმად, კომპანია
გეგმავს პარტიის
დიპლომატიური საქმიანობის
მხარდაჭერას და აშშ-ის
ხელისუფლებასთან
ურთიერთობების
გაღრმავებას.