"კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა" - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 3
"კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა" - დავით მათიკაშვილი
მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. კითხვაზე უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში - პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა.პასუხად, "ქართულ ოცნებაში" დღეს ელჩის არაერთი განცხადება გაიხსენეს, რომელიც მათი შეფასებით, სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.საუბარია ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებას და ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე შეფასებებს ეხება."გვახსოვს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნებოდა ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, ამ მოცემულობაში აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის.კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც დგამდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებდა. გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ელჩების დასწრება, რომელიც სხვა რა არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა.კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არათუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას და ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკისა და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  დავით მათიკაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია