საპროტესტო აქცია ევროპის
მოედანზე - შეკრება,
რომელშიც ოპოზიციონერი
პოლიტიკოსები,
აქტივისტები, მესამე
სექტორის წარმომადგენლები
და დაკავებული
მოქალაქეების ოჯახის
წევრები მონაწილეობდნენ,
გვიან ღამით
დასრულდა."ქართულ ოცნებაში"
ხაზს უსვამენ, რომ აქცია
ხალხმრავალი არ იყო, ხოლო
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ
პროტესტს რაოდენობისა და
ინტენსივობის პრობლემა არ
აქვს."მრავალრიცხოვანი
აქციები ხდება ხოლმე,
მაგრამ ყოველ კვირაში ვერ
იქნება ასი ათასობით
ადამიანი გამოსული ქუჩაში.
პროტესტს არ აქვს აქვს არც
რაოდენობის და არც
ინტენსივობის პრობლემა.
დაუშვია თუ არა ოპოზიციას
თუ სხვა ნებისმიერ
პოლიტიკურ აქტორს
შეცდომები? კი, დაუშვია და
ბუნებრივია, დაუშვია ბოლო
თვეების მანძილზე, მაგრამ
როცა ჩვენ ვსაუბრობთ
პროტესტზე, ეს პროტესტი
თავისი ინტენსიურობით,
თავისი რაოდენობრივი
მაჩვენებლით, არის
უპრეცედენტო," - აცხადებს
ირაკლი
ფავლენიშვილი.კოალიცია
"ლელო - ძლიერი საქართველოს"
წევრი, გიორგი სიორიძე
ხელისუფლების წევრებს
ურჩევს, პრაგმატიზმი
გამოიჩინონ და გუშინ,
ქუჩაში გამოსული ხალხის
რეალურ რაოდენობას თვალი
გაუსწორონ."იმედს ვიტოვებ,
რომ თვითონ მაინც ჰყოფნით
იმდენი პრაგმატიზმი, რომ
რეალობას გაუსწორონ თვალი
და რეალურად რამდენი ხალხი
იყო გამოსული ქუჩაში, ის
ნახონ. არსად არ გამქრალა
ბრაზი - არავინ შეჰგუებია
ამ ყველაფერს. ეს მათ რომ
იციან და ასეთ
განცხადებებს აკეთებენ,
კიდევ ერთხელ მიუთითებს
იმაზე, თუ რა მდგომარეობაში
არიან ისინი," - აცხადებს
გიორგი
სიორიძე.განსხვავებული
პოზიცია აქვს "გირჩის" წევრ
ალექსანდრე რაქვიაშვილს,
რომელიც მიიჩნევს, რომ
საპროტესტო აქციების
გამართვა საპროტესტო
მუხტის მოკვლას
ემსახურება."ერთი წლის წინ
ევროპის მოედანზე 70-80 000
ადამიანი შეიკრიბა, ახლა -
რამდენიმე ათასი იყო.
ფაქტია, რომ ე.წ.
პროდასავლური პარტიების
ეს საპროტესტო აქტივობა
მხოლოდ იმას მიემართება,
რომ ხალხი ნიჰილიზმი
გაიზარდოს და საპროტესტო
მუხტი მოკვდეს. ჩვენ დიდი
ხანია ამას ვლაპარაკობთ ,
უბრალოდ ეს აქცია იყო
მტკიცებულება," - აცხადებს
ალექსანდრე რაქვიაშვილი.