"გუშინ, თბილისის ქუჩებში
ვნახეთ რამდენიმე ასეული
ადამიანისგან შემდგარი
მარში, ეს გახლავთ ის
მაქსიმალური რესურსი,
რომელიც აჩვენა და
მუდმივად გვაჩვენებს
ჩვენი რადიკალური
ოპოზიცია," - ეს განცხადება
"ქართული ოცნების" წევრმა,
გიორგი გაბუნიამ
გააკეთა.მისივე თქმით, ამის
მიზეზი ისაა, რომ შემცირდა
"გარედან წამოსული"
დაფინანსება."მინდა
გითხრათ, რომ ამ ადამიანთა
რაოდენობა თანხვედრაშია
იმ გარედან წამოსულ
დაფინანსებასთან,
რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
როგორც კი შემცირდა
დაფინანსება, შემცირდა ამ
ადამიანთა რაოდენობა და
თუკი შემცირდება გარედან
წამოსული დაფინანსება,
კიდევ უფრო შემცირდება ამ
ადამიანების რაოდენობა," -
აცხადებს გიორგი გაბუნია.