ევროკავშირის ელჩის
განცხადება პოლიტიკური
განხილვის საგანია
თბილისში. მმართველი გუნდი
პაველ ჰერჩინსკის ორმაგ
სტანდარტზე საუბრობს.
კითხვაზე უნდა მიიღოს თუ
არა ოპოზიციამ
მონაწილეობა
თვითმმართველობის
არჩევნებში და უნდა
შესულიყვნენ თუ არა
პარლამენტში - პაველ
ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის
ქვეყნის შიდა საქმეებში
ვერ ჩაერევა.პასუხად,
"ქართულ ოცნებაში" დღეს
ელჩის არაერთი განცხადება
გაიხსენეს, რომელიც მათი
შეფასებით სწორედ ქვეყნის
შიდა საქმეებში ჩარევაა.
საუბარია ჰერჩინსკის მიერ
გაკეთებულ განცხადებებზე,
რომელიც მიხეილ
სააკაშვილის პატიმრობას,
საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობისკენ
მოწოდებას და ქვეყნის შიდა
კანონმდებლობაზე
შეფასებებს ეხება."26
ოქტომბრის წინასაარჩევნო
პერიოდში მისი
განცხადებები ხელს
უწყობდა „ნაციონალური
მოძრაობის“ წარმატებას
საპარლამენტო
არჩევნებში.პირდაპირი
მოწოდებები იყო. ასევე,
ევროპული ფონდებიდან
ფინანსდებოდა სხვადასხვა
ღონისძიება, სადაც
მონაწილეობას იღებდნენ
კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“ პარტიები
და წინასაარჩევნო
კამპანია იყო
დაფინანსებული, ახლა
ვისმენთ, რომ თურმე შიდა
საქმეებზე განცხადებებს
ვერ გააკეთებს. ეს ორმაგი
სტანდარტიც არ
არის.სამწუხაროდ
ოფიციალური
წარმომადგენლის მხრიდან
დიპლომატიური
სტანდარტების აბსოლუტური
დარღვევით ხდება არა
მხოლოდ შიდა საქმეებში
ჩარევა, არამედ
საზოგადოების მოტყუების
მცდელობები," -
აცხადებსპარლამენტის
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე
არჩილ გორდულაძე.