იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე
ეუთო/ოდირის დასკვნას
გამოეხმაურა. თორნიკე
ჭეიშვილის თქმით, ამ
დოკუმენტის შინაარსი
გულისხმობს იმას, რომ
არჩევნები თავისუფალ,
კონკურენტულ გარემოში
ჩატარდა.„ამ დასკვნით
გაბათილდა, ნებისმიერი
ყურით მოთრეული არგუმენტი
თუ რიტორიკა იმის შესახებ,
თითქოს 26 ოქტომბრის
არჩევნები იყო გარკვეული
დარღვევებით ჩატარებული.
ეუთო/ოდირის დასკვნაში
ერთმნიშვნელოვნად ის ხაზი
არის გატარებული, რომელიც
მიესადაგება თავისუფალი,
კონკურენტული არჩევნების
ცნებას“, - განაცხადა
ჭეიშვილმა.