კითხვა ეხება 2008 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებს.
ცოტა მეტი რომ გვითხრათ
ტურებთან დაკავშირებით
იმიტომ, რომ ორი ტურის
შესაძლებლობას
ითვალისწინებდა მაშინ
კანონი, - განაცხადა „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებით საგამოძიებო
კომისიის“ ხელმძღვანელმა,
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა თეა
წულუკიანმა კომისიის
დღევანდელ სხდომაზე
ცესკოს წარმომადგენლის
მოსმენის შემდეგ.თეა
წულუკიანი დაინტერესდა
პირველ ტურში რამდენი ხმა,
ან პროცენტული
მაჩვენებელი დააგროვა
ერთმა კანდიდატმა და
რამდენი მეორემ.„იყო თუ არა
სამართლებრივი საფუძველი,
კი, არა, ან შეიძლება თქვენ
არ გაქვთ ხელთ ეს
ინფორმაცია დღეს, რომ
ჩატარებულიყო მეორე ტური.
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ
საყოველთაოდ გავრცელებული
აზრია, ასე ჰქვია ხოლმე, რაც
არ არის სამართლებრივად
დადასტურებული, მაგრამ
საყოველთაოდ გავრცელებული
აზრები არსებობს, რომ
თითქოს მაშინდელმა ცესკომ
მეორე ტური მოცემულ
კანდიდატს ანუ მეორე
ადგილზე გასულ კანდიდატს,
რომელიც ამტკიცებდა, რომ
სინამდვილეში პირველ
ადგილზე გავედი პირველ
ტურშიო, მეორე ტური, როგორც
საზოგადოება ამბობდა,
მოჰპარა. ოფიციალურად
მეორე ადგილზე გასული
კანდიდატი ამბობდა, რომ
მეორე ტური ჩავატაროთ, რომ
საზოგადოების რეალური
განწყობა
გამოვლინდესო.შესაბამისად,
მე თქვენ, რა თქმა უნდა,
შეფასებას არ გთხოვთ
იმიტომ, რომ უწყებები აქ
შეფასებისთვის არ
მობრძანდებიან ხოლმე,
არამედ, ორი ტურის
შესაძლებლობასთან
დაკავშირებით, ორი
კანდიდატის
მაჩვენებლებთან
დაკავშირებით, პირველ
ტურთან დაკავშირებით,
რომლითაც დასრულდა
არჩევნები, მეტი
ინფორმაცია რომ
მოგვაწოდოთ“, - აღნიშნა თეა
წულუკიანმა.