მე ჩემს შთაბეჭდილებას
ვამბობ - ტექნიკური
მთავრობა საბავშვო
ზღაპრებიდან არის.
ოპოზიცია რას ამბობს,
მხოლოდ მაშინ აქვს
მნიშვნელობა, თუ
მოსახლეობის მხარდაჭერა
აქვს, ისე რა დიდი ფასი
აქვს?! ევრობიუროკრატიის
მნიშვნელოვან ნაწილს აქვს
აშკარა სურვილი, წადილი და
ცდაც, რომ აქ ხელისუფლება
შეიცვალოს, თუ არჩევნებით
არა, სხვა გზით მაინც, -
განაცხადა პოეტმა, დათო
მაღრაძემ „კვირის
პალიტრასთან“
ინტერვიუში.კითხვაზე,
ოპოზიცია აცხადებს, რომ ის
არის გამარჯვებული, აქეთ
სალომე ზურაბიშვილი
საუბრობს ტექნიკურ
მთავრობასა და
პრემიერობის
კანდიდატებზე, „ოცნება“
ამბობს, რომ 60%-ს აიღებს...
რომელიმეს გამარჯვების
შემთხვევაში, ერთმა რომ
მეორე არ ცნოს, რა მოლოდინი
შეიძლება გვქონდეს,
მაღრაძემ აღნიშნა, რომ
არჩევნების გარდა სხვა
გზით ხელიუფლების შეცვლის
სურვილი საქართველოს
მოსახლეობის სურვილს არ
ემთხვევა„მე ჩემს
შთაბეჭდილებას ვამბობ -
ტექნიკური მთავრობა
საბავშვო ზღაპრებიდან
არის. ოპოზიცია რას ამბობს,
მხოლოდ მაშინ აქვს
მნიშვნელობა, თუ
მოსახლეობის მხარდაჭერა
აქვს, ისე რა დიდი ფასი
აქვს?! ევრობიუროკრატიის
მნიშვნელოვან ნაწილს აქვს
აშკარა სურვილი, წადილი და
ცდაც, რომ აქ ხელისუფლება
შეიცვალოს, თუ არჩევნებით
არა, სხვა გზით მაინც.
მაგრამ ეს არის სურვილი,
რომელიც საქართველოს
მოსახლეობისას არ
ემთხვევა. თუ შემეკითხებით,
მერე რას ვფიქრობ,
გიპასუხებთ - იმდენად დიდია
სურვილი გარედან და ეს
სურვილიც შემიძლია,
ვივარაუდო საიდან მოდის
(ევრობიუროკრატიის იმ
ნაწილისგან, რომელმაც
დაუფარავად გამოთქვა ეს
სურვილი), შემიძლია, ასევე
ვივარაუდო, საიდან
გაუჩნდათ... ეს სურვილები
არასოდეს გამოუთქვამთ,
როდესაც სააკაშვილის
რეჟიმი იყო, ვინაიდან აქ
მათი მმართველობა
ხორციელდებოდა. ადრე
თქვენი გაზეთის ფურცლებზე
პოლიტიკაში ჩართულთა ერთ
ნაწილს პროექტის
მოქალაქეები ვუწოდე.
პროექტის მოქალაქეობა არა
თანამედროვე ქართული,
არამედ საერთაშორისო
მოვლენაა. ეპოქის პირმშოა
პროექტის მოქალაქეობა,
პოლიტკონიუნქტურული.პროექტის
მოქალაქეები ყველგან
არიან. ეს ის ხალხია, ვისაც
ხელეწიფება ერთ ქვეყანაში
არჩევნებში დამარცხებული
ხელისუფლება
გადააპორტიროს სხვა
ქვეყნის ხელისუფლებაში.
ვგულისხმობ, 2012 წელს
საქართველო-უკრაინის
შემთხვევას, როდესაც
არჩევნებში დამარცხებული
„ნაციონალური მოძრაობა“
უკრაინის გამარჯვებულ
ხელისუფლებაში აღმოჩნდა.
სხვადასხვა ქვეყნის
პროექტის მოქალაქეების
ინტერესები ერთმანეთს
ემთხვევა, როდესაც ერთ
პოლიტიკურ კონიუნქტურაში
არიან გამოწრთობილნი, მათ
ასე ასწავლეს. ეს არის
მიზეზი აქ ხელისუფლების
ცვლილების
სურვილისა.როდესაც
გამუდმებით ისმოდა, თქვენ
და უკრაინა ხელჩაკიდებული
უნდა იყოთ ახლა, ისე, როგორც
არასდროსო, რაღაცა ნიშნით
ხომ დაგვაწყვილეს უკრაინა
და საქართველო? ხომ არავის
უთქვამს, თქვენ და სომხეთი
უნდა იყოთ ხელჩაკიდებული,
ან თქვენ და აზერბაიჯანიო?
მიუხედავად იმისა, რომ
ისტორიულადაც უფრო მეტი
საერთო გვქონდა სომხებთან.
აი, მაგალითად, ჰაოსისა და
ქართლოსის მითოლოგიიდან
რომ მოვდივართ,
გეოგრაფიულადაც მეტი
საერთო გვაქვს, მეზობლები
ვართ. აზერბაიჯანთანაც
უფრო მეტი საერთო გვაქვს,
ვთქვათ, ერეკლე მეორის დროს
რეგულარულ არმიას
აზერბაიჯანელების
ბორჩალოელი წინაპრები
შეადგენდნენ. რამხელა
ისტორია გვაქვს, მაგრამ
არავის უთქვამს, თქვენ და
აზერბაიჯანი, ან თქვენ და
სომხეთი უნდა იყოთ
ხელჩაკიდებულიო, არამედ
თქვენ და უკრაინაო! - ანუ
რუსეთთან საომარ
წინააღმდეგობაში უნდა
იყოს ეს ორი ქვეყანა.ამ
ფუნქციაზე უარი რომ თქვა
ჩვენმა ხელისუფლებამ, რა
თქმა უნდა, იმ
პოლიტკონიუნქტურაში
არსებული პოლიტიკოსების
გულისწყრომა გამოიწვია,
რომელთა ჩანაფიქრით ჩვენ
და უკრაინას საომარი
მოქმედებები უნდა
გვეწარმოებინა.
მამაპაპურად რომ ვთქვა,
ომში უნდა ჩავბმულიყავით.
ამ ხელისუფლებამ მშვიდობა
არჩია, და ამით, რა თქმა
უნდა, ასცდა იმ
პოლიტკონიუნქტურის
მიმართულებას, რომელსაც
ევროპარლამენტის ერთი
ნაწილი გვთავაზობდა.თუმცა,
არსებობს სხვა ნაწილიც, იმ
ევროპარლამენტშიც არაა
ერთგვარი დამოკიდებულება,
არც ამ პრობლემის მიმართ და
არც ზოგადად. იქაც არის
კონსერვატორული თუ
ლიბერალური ნაწილი და ა.შ.
თუმცა, თუ ნებას მომცემთ,
გავაგრძელებ, ჩვენში როგორ
ირეკლება ეს ყველაფერი.მე
როგორც ვხედავ,
პროვინციული იერი ახლავს
ჩვენს აფიშირებულ
ევროპელობასაც,
რუსეთუმეობასაც.
რუსეთუმეობაში არ
ირეკლება დიდი რუსული
კულტურა და არც ჩვენს
ევროპელობას ატყვია
ევროპა საუკეთესო მხრიდან.
უფრო ცერეუ-ეფესბეს
წინააღმდეგობას ჰგავს,
ვიდრე ცივილიზაციურ
დაპირისპირებას. ეს ჩვენი
ევროპელობაც პროვინციულ
შთაბეჭდილებას ტოვებს
თავისი ცნობილი შეძახილით
„ევროპა, მოვდივარ!“. ასევე
პროვინციულ იერს ატარებს
რუსეთის მიმართ ლოიალური
განწყობა და რუსეთში
მხსნელის ძებნა“, -
განაცხადა