"კურიერის" ინფორმაციით,
"ლელო" და გახარიას გუნდი
მერობის საერთო
კანდიდატად ალეკო
ელისაშვილს 31 ივლისს
წარადგენენ.
პრეზენტაციისთვის
სამზადისი უკვე
დაწყებულია.პარტიებში
დეტალებზე ჯერჯერობით არ
საუბრობენ, თუმცა "ლელოში"
ადასტურებენ, რომ ალეკო
ელისაშვილი ერთ-ერთ
კანდიდატად
განიხილება."არაფერს არ
გამოვრიცხავ და არც
ვადასტურებ. გითხარით, რომ
ვმსჯელობთ. ძალიან
საინტერესო პროცესი
გვაქვს მსჯელობის და
ძალიან მალე
შევატყობინებთ
საზოგადოებას, ვინ იქნება
ჩვენი კანდიდატი. ის [ალეკო
ელისაშვილი] არის ერთ-ერთი
ძლიერი, პოტენციური
კანდიდატი. მას აქვს ძალიან
სოლიდური მხარდაჭერა
თბილისში, რაც ჩვენ
არაერთხელ გვინახავს. ის
არის ერთ-ერთი კანდიდატი,
რომელიც განიხილება. ჩვენ
არასდროს გვითქვამს, რომ
ჩვენი კანდიდატები
იქნებიან აპრიორი
პარტიული ან აპრიორი -
არაპარტიული. ჩვენ არ
ვიქნებით ოპოზიციის
ოპოზიცია და სხვა
კოლეგებსაც მინდა
მოვუწოდო, ფოკუსი
გაასწორონ", - განაცხადა
”ლელო - ძლიერი
საქართველოს”
საერთაშორისო მდივანმა
გრიგოლ გეგელიამ."კურიერმა"
ელისაშვილის მერობის
კანდიდატად დასახელების
შესახებ ინფორმაცია
რამდენიმე დღის წინაც
გაავრცელა. მაშინ ამ
ინფორმაციას ორივე
პარტიაში კატეგორიულად
უარყოფდნენ.