ანალიტიკოსი გია აბაშიძე
ამერიკის შეერთებულ
შტატებში საქართველოს
ელჩად თამარ ტალიაშვილის
დანიშვნას ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით,
„თამარ ტალიაშვილის
განათლებიდან,
გამოცდილებიდან და
პიროვნული
მახასიათებლებიდან
გამომდინარე, აუცილებლად
გაართმევს თავს ამ
საპასუხისმგებლო ამოცანას
და აშშ-საქართველოს
სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობის ახალ, დადებით
სიბრტყეში
ტრანსფორმაციაში საკუთარ
წვლილს
შეიტანს“.„საქართველოს
ახალი, ნამდვილად ღირსეული
და პროფესიონალი ელჩი
ჰყავს შეერთებულ შტატებში -
თამარ ტალიაშვილი, ტრამპის
ადმინისტრაციამ თანხმობა
მისცა მის კანდიდატურას.
თამარი გავიცანი, როცა ის
პარლამენტის მეათე
მოწვევის წევრი იყო. მასთან
საქმიანმა კომუნიკაციამ
არაერთხელ მიმანიშნა, რომ
ის კიდევ უფრო შორს
წავიდოდა დამსახურებულად -
ჯერ იყო ევროპის საბჭოში
საქართველოს მუდმივი
წარმომადგენელი, ახლა კი
ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ
პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში
ჩვენი ელჩი. მას რთული
მისია ელოდება წინ -
მნიშვნელოვანი როლი
ორმხრივი ურთიერთობის
გადატვირთვასა და ახალი
ფურცლიდან დაწყებაზე
მუშაობაში. თამარ
ტალიაშვილის
განათლებიდან,
გამოცდილებიდან და
პიროვნული
მახასიათებლებიდან
გამომდინარე, აუცილებლად
გაართმევს თავს ამ
საპასუხისმგებლო ამოცანას
და აშშ-საქართველოს
სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობის ახალ, დადებით
სიბრტყეში
ტრანსფორმაციაში საკუთარ
წვლილს შეიტანს.ულევი
წარმატებები თამარ
ტალიაშვილს!“, - წერს გია
აბაშიძე სოციალურ ქსელში.