საგამოძიებო კომისიაზე არ
გამოცხადების საქმეზე
თბილისის საქალაქო
სასამართლოში მამუკა
ხაზარაძის პროცესი
გაიმართა. დღევანდელ
სხდომაზე ბრალდების
მხარემ დასკვნით სიტყვა
თქვა.დაცვის მხარემ ისევ
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარის გამოკითხვის
შუამდგომლობა დააყენა, რაც
მოსამართლემ არ
დააკმაყოფილა.სხდომა
ხაზარაძემ პროტესტის
ნიშნად დატოვა. ამ წუთებში
სასამართლოში უკვე ბადრი
ჯაფარიძის პროცესი
მიმდინარეობს. ორივეს 50 000
ლარიანი გირაო აქვს
შეფარდებული, რომელიც მათ
უკვე გადაიხადეს.თავად
პარტია "ლელო-ძლიერი
საქართველოს" თავმჯდომარე,
მამუკა ხაზარაძე
მიმდინარე პროცესს
სპექტაკლს და ცირკს
უწოდებს."წამოვედი, დავტოვე
სასამართლო, ამ
სასამართლოში მე არანაირი
საქმე არ მაქვს. რანაირ
გადაწყვეტილებსაც არ
მიიღებენ, ჩემთვის არის
სულერთი, იმიტომ, რომ არის
რაღაც ზღვარი, რომლის იქით
უნდა თქვა, რომ ამ
სპექტაკლში, ცირკში
მონაწილეობას არ მივიღებ", -
განაცხადა მამუკა
ხაზარაძემ.