ყურადსაღებია ის
მდგომარეობა, რომ
საერთაშორისო
სასამართლოებს
სჭირდებოდათ
მტკიცებულებები. ჩვენი
ქვეყნის სიმართლის
დადგენა აუცილებელი იყო
მტკიცებულებით და
სამწუხაროა ის გარემოება,
რომ მთელ რიგ საქმეებზე
მტკიცებულება არ იყო
საქმეში, – ამის შესახებ
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის მოადგილემ, ბექა
ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
განაცხადა.ძამაშვილის
თქმით, მტკიცებულებების
მოპოვება წლების შემდეგ
დაიწყო.„მაგალითისთვის,
ერთ-ერთი ყველაზე დიდი
მიმართულება რაც უნდა
ყოფილიყო – საქართველოს
სოფლების, ქალაქების
დაბომბვა რუსეთის
ავიაციის მხრიდან, ამის
დამადასტურებელი
მტკიცებულებაც კი არ იყო
საქმეში და ჩვენ მოგვიწია
წლების შემდეგ ნულიდან ამ
მტკიცებულებების
მოპოვება.
საზოგადოებისთვის უკვე
ცნობილია ეს „ისკანდერის“
დაკარგვის ნაწილიც.
„ისკანდერი“ შეიძლება
ზოგადად ჟღერდეს, მაგრამ
ამას ჰქონდა თავისი
დანიშნულება, რატომ იყო ე.წ.
ოქროს მტკიცებულება, რათა
ჩვენი სიმართლე
დაგვედგინა. „ისკანდერი“
რუსეთის ფედერაციამ
გამოიყენა 2008 წლის 12
აგვისტოს. 12 აგვისტო არის
მნიშვნელოვანი, რადგან ეს
არის პერიოდი, როდესაც
ქართულ მხარეს უკვე 10
აგვისტოდან მოყოლებული,
ცალმხრივად აქვს საბრძოლო
მოქმედებები შეწყვეტილი.
გორში აღარ იმყოფება
სამხედრო ტექნიკა და
ფაქტობრივად, იქ არის
მხოლოდ მშვიდობიანი
მოსახლეობა. ეს კასეტური
რაკეტა გამოირჩეოდა
განსაკუთრებული სიზუსტით.
ფაქტობრივად, ის ჩამოვარდა
იქ, სადაც ისროლეს. ეს იყო
ოქროს მტკიცებულება,
რომელსაც უნდა
დაედასტურებინა, რომ
საქართველოს მშვიდობიანი
მოსახლეობის წინააღმდეგ
იქნა გამოყენებული
დამიზნებით, განზრახვით ეს
კასეტური იარაღი. საქმეში
როდესაც ჩავიხედეთ და ამ
გარემოების დადასტურება
გვჭირდებოდა საერთაშორისო
სასამართლოების წინაშე,
აღმოჩნდა, რომ მთავარი
მტკიცებულება არათუ
საქმეში არ იყო, არამედ
საერთოდ საქართველოში არ
იყო. ფაქტობრივად,
სტრასბურგის სასამართლოში
საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა
მხოლოდ ამის ამსახველი
გარკვეული ვიდეოკადრები
და ფოტომასალა, რომელზეც
წლების განმავლობაში
რუსული მხარე წარმატებით
ამტკიცებდა, რომ ეს არის
ფოტოშოპით გაკეთებული,
რადგან თუ რეალურად ეს
ჭურვი საქართველოში
ჩამოვარდა, აუცილებლად
მისი ნარჩენებიც უნდა
გვქონოდა ქართულ მხარეს.
წლები დასჭირდა
საქართველოს მთავრობას,
იუსტიციის სამინისტროს,
რომ ამ ნარჩენებისთვის
მიეკვლია, საქართველოში
დაებრუნებინა და ჩვენ
მოგვესწრო, ვიდრე ეს
სასამართლოები
გადაწყვეტილებას
გამოიტანდნენ, მოგვესწრო
ამ ოქროს მტკიცებულების
წარდგენა.ჩვენ წლების
შემდეგ მოგვიწია, მათ შორის
ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოსთან
თანამშრომლობით, უკვე მათი
ექსპერტების ჩამოყვანა,
ექსპერტიზის ჩატარება და
დადასტურება, რომ
ნამდვილად, ის ფოტომასალა
და ის ჭურვის ნარჩენები,
რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ,
იყო ზუსტად „ისკანდერის“
ნაწილები, რომელიც
საქართველოში ისროლეს 2008
წლის აგვისტოს ომის დროს.
მათ შორის დაგვჭირდა ისეთი
მტკიცებულების მოძიებაც
კი, როგორიც იყო სეისმური
სადგურის ჩანაწერები,
რომელიც აფიქსირებდა
ბიძგებს და მათ შორის
განარჩევდა მიწისძვრის
შედეგად გამოწვეულ
ბიძგებს. ამ გარემოებების
ერთობლიობით წლების
შემდეგ მოხერხდა იმის
დადასტურება, რომ ქართული
სოფლებიც იბომბებოდა
რუსეთის მხრიდან და
„ისკანდერიც“ იყო
ნამდვილად გამოსროლილი“, –
განაცხადა ბექა
ძამაშვილმა.ამასთან,
როგორც მან აღნიშნა,
საბოლოოდ, მოხერხდა ისე,
რომ საერთაშორისო
სასამართლოებში ყველა
დავა დასრულდა
საქართველოს
გამარჯვებით.„2008 წლის
პირველივე თვეებიდან
მოყოლებული, მაშინდელი
ხელისუფლება აღიარებდა,
რომ კი, ორივე მხარემ
გარკვეული დარღვევები
ჩაიდინა, არათუ გარკვეული
დარღვევები, ომის
დანაშაული ჩაიდინა.
როდესაც ჩვენ გვიწევდა ამ
საქმეზე მუშაობა, ამოცანა
იყო, რომ დაგვედგინა
რუსეთის ფედერაციის
პასუხისმგებლობა, ასევე
როგორღაც ჩვენი
ჯარისკაცების ღირსება
აღგვედგინა და ამ
დაბრალებისგან, რომ მათ
ჩაიდინეს ომის დანაშაული,
ამისგან გადაგვერჩინა
ჩვენი სახელმწიფო.
საბედნიეროდ, მოხერხდა ისე,
რომ როგორც სტრასბურგის,
ისე ჰააგის სასამართლოში,
სისხლის სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში ყველა დავა
დასრულდა საქართველოს
გამარჯვებით. დადგინდა, რომ
ქართველ სამხედროებს
საერთაშორისო სამართალი
არ დაურღვევიათ და ომის
დანაშაულები არ
ჩაუდენიათ“, – განაცხადა
ბექა ძამაშვილმა.