უკვე სამი ათწლეულია, რაც
საქართველო მტკიცედ
მიჰყვება ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზას, ხოლო
ნატო მუდმივად მხარს უჭერს
საქართველოს რეფორმებსა
და მისწრაფებებს.
საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი
უახლოესი პარტნიორია, –
ამის შესახებ ნატო-ს
სამეკავშირეო ოფისის მიერ
გავრცელებულ
განცხადებაშია
ნათქვამი.როგორც
წარმომადგენლობაში
აცხადებენ, ქვეყანა
აქტიურად მონაწილეობს
ნატო-ს ხელმძღვანელობით
განხორციელებულ მისიებსა
და ერთობლივ წვრთნებში,
რითიც ადასტურებს
მზადყოფნას, რომ წვლილი
შეიტანოს საერთო
უსაფრთხოებაში.„ისეთი
პროექტების მეშვეობით,
როგორებიცაა წლიური
ეროვნული პროგრამა (ANP) და
ნატო-საქართველოს
არსებითი ღონისძიებათა
პაკეტი (SNGP), საქართველო
აგრძელებს თავდაცვისა და
უსაფრთხოების
სტრუქტურების დაახლოებას
ნატო-ს სტანდარტებთან. ნატო
მტკიცედ უჭერს მხარს
ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა
და შემდგომ სამიტებზე
მიღებულ გადაწყვეტილებებს
იმის შესახებ, რომ
საქართველო გახდება ნატო-ს
წევრი. ალიანსი აგრძელებს
საქართველოს
სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობისა
და დემოკრატიული
განვითარების
მხარდაჭერას“, – ნათქვამია
განცხადებაში.