ქუთაისში „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მისცა ხმა - ცესკოს წინასწარი მონაცემები

Primetime.ge 2 თვის წინ 19
ქუთაისში „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მისცა ხმა - ცესკოს წინასწარი მონაცემები
 ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნებას“ ქუთაისში ხმა მისცა საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა, რაც 38 ათას ხმაზე მეტია.ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლარინა ლალიაშვილმა, რომელიც აცხადებს, ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა.“ბარიერი გადალახა 5-მა პარტიამ, ეს არის “ქართული ოცნება“, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, “კოალიცია ცვლილებებისთვის“, “ძლიერი საქართველო - ლელო“, “გახარია-საქართველოსთვის“. ასე გადანაწილდა ხმები - “ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47.25%, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 10.50%, “კოალიცია ცვლილებებისთვის“- 14.22%, “ძლიერი საქართველო - ლელო“ - 9.48%, “გახარია-საქართველოსთვის“ - 8.01%.რაღაც ტიპის საჩივრები დაგროვდა, რომელსაც დღეს შემოგვიტანენ. რაც შემოსულია არის, ძირითადად პროცედურული და არის დალუქვებთან მიმართებაში, რომ რაღაც იყო არასწორად დალუქული,“ - აცხადებს ლარინა ლალიაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია