შეერთებულ შტატებში "რაშა
გეითის" საქმის წარმოება
ეტაპებს გადის - დაზვერვის
ხელმძღვანელის მიერ
წარდგენილი
მტკიცებულებები ახლა უკვე
სასამართლოშია, თავად
ტულსი გაბარდი კი კიდევ
ერთხელ საუბრობს
არაფორმალური გავლენებისა
და გამოძიების პროცესში
შექმნილი ხელოვნური
ბარიერების შესახებ."მე
ჩემს საქმეს ვასრულებ —
ვამხელ "დიფ სთეითის"
მოქმედ სახიფათო პირებს" -
ამბობს შტატების
დაზვერვის
ხელმძღვანელი.პარალელურად,
ე.წ. დიფ სთეითსა და
არაფორმალურ გავლენებზე
ისაუბრა შტატების
პრეზიდენტის შვილმაც,
ტრამპ
ჯუნიორმა.პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ზვიად
შალამბერიძე აცხადებს, რომ
USAID-ის ხელით ხდებოდა
სხვადასხვა ქვეყნის შიდა
საქმეებში ჩარევა და "ბნელი
საქმეების" განხორციელება,
მათ შორის -
საქართველოში."ორი
სიმართლე ზოგადად არ
არსებობს, არსებობს მხოლოდ
ჩვენი ოპოზიციისთვის.
საქართველოს მთავრობა იყო,
როდესაც "დიფ სთეითზე"
ლაპარაკობდა ღიად და რასაც
შემდგომ უკვე გამოეხმაურა
ამერიკის ახალი
პრეზიდენტი, მანაც ღიად
დაადანაშაულა "დიფ სთეითი"
იმაში, რომ ძალიან
აგრესიულად ერთვებოდნენ
არა მარტო ამერიკის, არამედ
სხვადასხვა ქვეყნის
მმართველობაში და ერთ-ერთი
ძალიან დიდი ბერკეტი,
რომელიც იყო ამ ყველაფრის
და არაერთხელ გაცხადდა
ამერიკის მთავრობის
ადმინისტრაციის მხრიდან,
ეს იყო USAID-ი, რომლის ხელითაც
ძალიან ბევრი და ასეთი
ბნელი საქმეების
განხორციელება ხდებოდა
სხვადასვა ქვეყანაში და
მათ შორის საქართველოში“, -
აცხადებს პარლამენტის
რეგიონული პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ზვიად
შალამბერიძე.