ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოუდგენელია, თავს დაესხა პოლიციელს, მას ხელი გაარტყა და ეს იქაურმა სასამართლომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამპლუაში განიხილოს - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 2 საათი წინ 5
ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოუდგენელია, თავს დაესხა პოლიციელს, მას ხელი გაარტყა და ეს იქაურმა სასამართლომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამპლუაში განიხილოს - დავით მათიკაშვილი
მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაში".სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცველზე თავდასხმა ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია."ყველა მცდელობა, რომ პოლიციელზე თავდასხმა, ხელის გარტყმა, შეურაცხყოფის მიყენება იყოს განხილული და საზოგადოებისთვის მიწოდებული, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იმთავითვე ფიასკოსთვის არის  განწირული.ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოუდგენელია, თავს დაესხა პოლიციელს, მას ხელი გაარტყა და ეს იქაურმა სასამართლომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამპლუაში განიხილოს და დაადგინოს, რომ თითქოს ამით დანაშაული არ ჩადენილა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია