“სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები” – რა განცხადებას აკეთებს იაგო ხვიჩია

News.ge 1 თვე წინ 19
“სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები” – რა განცხადებას აკეთებს იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერმა მ “რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადება გააკეთა:

“წინასაარჩევნოდ ყვიროდნენ 4 პარტია ხმა არ დაიკარგოსო, ქარტიაო, რაღაც ასეთ გიჟობას იძახდნენ. გუშინ ამ 4 პარტიიდან უკვე 3 იყო დარჩენილი, თუმცა ამ ოთხივეს აერთიანებს ის, რომ ხალხი ყველამ აზეიმა, მიულოცეს გამარჯვება არარსებული, თავიანთი გაყალბებული ეგზიტპოლებით, ეგზიტპოლები გაყალბებული რომ იყო, ეს ცხადია.

გუშინ შეიკრიბნენ, 7-ზე გეტყვით გეგმასო, 7-ზე არაო, 8-ზეო იმიტომ, რომ გახარიას ველაპარაკებითო. მერე 8-ზე გამოვიდნენ და თქვეს, ორშაბათს შევიკრიბოთო და იქ გეტყვითო გეგმასო, რუსთაველზე თუ გამოივლითო; ახლა დღეს ეკითხებიან, კარვებზე არისო გამოსავალიო, გაყალბდაო, სპონტანურად რაღაცებს ისვრიან.

გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის (ოპოზიციას), ოღონდ ისე, რომ სხვას დაჰბრალდეს ეს, ეს არის გეგმა. ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, მიშა გაძარცვეს, ყველას თავი მოგებული ჰგონია.

ახლა ფიქრობენ, როგორ შეძვრნენ პარლამენტში. უბრალოდ, იმდენი იყვირეს, მოვიგეთ, მოვიგეთო, რომ ახლა ფიზიკურად ვერაფერს ვერ შვრებიან, თორემ მართლა რა უნდა გეგმის თქმას ახლა” — თქვა იაგო ხვიჩიამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია