"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიცია იწვნევს მეათე, საიუბილეო მარცხს" - თორნიკე ჭეიშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 1
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიცია იწვნევს მეათე, საიუბილეო მარცხს" - თორნიკე ჭეიშვილი
"გარე ძალებისგან არის გარკვეული სტრატეგია შერჩეული, რომელიც გულისხმობს ძალთა დივერსიფიცირებას; ანუ - ერთის მხრივ, მათ "კოლექტიური ნაცმოძრაობიდან" გამოარჩიეს ორი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელთაც აუნთეს მწვანე შუქი არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე ფლანგი აბსოლუტურად გაიმეტეს იმისთვის, რომ ისინი ბოლომდე დარჩნენ რადიკალებად ქუჩაში," - ეს განცხადება ოპოზიციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა გააკეთა.ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული."მცდელობა იმისა, რომ როგორღაც თავი შეინარჩუნონ პოლიტიკურ პროცესში, აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიცია იწვნევს მეათე, საიუბილეო მარცხს," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია