პარლამენტის
თავმჯდომარის, შალვა
პაპუაშვილის განცხადებას,
ოპოზიციურ სპექტრში
შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ
მსგავსი ტიპის შეფასებები
აზიანებს ქვეყნებს შორის
ურთიერთობებს.საუბარია
პაპუაშვილის
განცხადებაზე, სადაც ის
აღნიშნავს, რომ ბოლო
პერიოდში დიპლომატია
გამოიყენება მისი რეალური
მიზნის სრულიად
საპირისპირო შედეგების
მისაღწევად - პრობლემების
გადაჭრის ნაცვლად, მათი
გაღვივებისთვის.ხელისუფლების
ოპონენტების შეფასებით,
ევროპელი პარტნიორები
ქართველი ხალხის გვერდით
დგანან."ქართველი
ხალხისთვის და იმ
ადამიანებისთვის,
რომლებიც ამდენი ხნის
განმავლობაში
წინააღმდეგობის
მოძრაობაში არიან,
აპროტესტებენ
ხელისუფლების მიტაცებას,
არალეგიტიმურ
ხელისუფლებას, ქვეყნის
ევროპული და დასავლური
კურსის ცვლილებას, რა თქმა
უნდა, ამ ადამიანებს
სჭირდებათ საგარეო
მხარდაჭერა, რადგან ფაქტია,
რომ ჩვენი ფაქტობრივი
ხელისუფლება არის ხალხის
წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი
მუდმივი მეგობრები ვინც
არიან, ისინი არიან ხალხის
გვერდით," - აღნიშნა
"ლელო-ძლიერი საქართველოს"
წევრმა, გიორგი
სიორიძემ.ოპოზიციის თქმით,
იმ პროცესებზე, რაც
ქვეყანაში მიმდინარეობს,
ევროპელები გულგრილები
ვერ იქნებიან."სუნთქვის
უფლება არ წაურთმევიათ
ერთი საკანონმდებლო
ინიციატივით ბოლო თვეების
განმავლობაში, დანარჩენი
ყველა უფლება წაგვართვეს.
ამ დროს, რა თქმა უნდა,
ევროპელი დიპლომატი ჩუმად
ვერ დაჯდება და ვერ იქნება
გულგრილი ამ პროცესის
მიმართ, რაც ქვეყანაში
მიმდინარეობს," - განაცხადა
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" გენერალური
მდივნის მოადგილემ, ირაკლი
ფავლენიშვილმა.